საბერძნეთში ხიდი ჩაინგრა - დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი, არიან დაშავებულები და დაკარგულები

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის ქალაქ პატრასთან მდებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაკარგულად მიიჩნევა 2 ადამიანი. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით,2021 წლიდან ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.  ხიდს მნიშვნელოვანი ეროზიის ნიშნები აღენიშნებოდა და მონაკვეთი ეტაპობრივად რემონტდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი მუშაა, რომლებიც ხიდის შეკეთებაში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ხიდის ქვეშ შესაძლოა ხუთი-ექვსი ადამიანი იმყოფებოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი