
ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივ იარი კასეტური ბომბით დაბომბეს. რუსებმა იერიში კულტურის სასახლის შენობაზე მიიტანეს.
დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, შენობა ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებებისთვის გამოიყენებოდა.
დაბომბვის შედეგად, შენობაში ხანძარი გაჩნდა. განადგურდა სამედიცინო ინვენტარი და სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი.
კირილენკოს თქმით, მსხვერპლი არ არის.