პოლონეთში Leopard-ის ტანკების შემკეთებელმა ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პოლონეთში ფუნქციონირება დაიწყო სარემონტო ქარხანამ, რომელიც უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაზიანებულ Leopard-ის ტანკებს მოემსახურება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუს ბლაშჩაკმა გაავრცელა და დასძინა, რომ პირველი 2 Leopard-ი უკრაინიდან შესაკეთებლად უკვე პოლონეთშია. 

ქარხნის შექმნის მიზანი იყო, გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკები, რომლებიც უკრაინას მიეწოდება, შეკეთებულიყო ერთობლივ ქარხანაში, გერმანული ტანკების მწარმოებლების, Rheinmetall-ისა და Krauss-Maffei Wegmann-ის, და პოლონეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯავშანტექნიკის კომპანიის PGZ-ს მონაწილეობით. 

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურ ვარშავას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ და ემუქრებიან უკრაინის მხარდაჭერის გამო. პუტინმა პოლონეთის დასავლეთ რეგიონებს "სტალინის საჩუქარი" უწოდა. რუსეთის ლიდერები ასევე ადანაშაულებენ პოლონეთს უკრაინის დასავლეთ რეგიონების მიერთების სურვილსა და ბელარუსზე თავდასხმის განზრახვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი