ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ავივის კლინიკაში მოათავსეს. მას გულის არითმიის გასაკონტროლებლად კარდიოსტიმულატორი დაუყენეს.
როგორც The Jerusalem Post წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ორშაბათს გამოწერენ საავადმყოფოდან და ქნესეთში, სასამართლო რეფორმის შესახებ კენჭისყრას დაესწრება.
ოპერაციის დროს, მის მოვალეობას იუსტიციის მინისტრი იარივ ლევინი ასრულებდა.
ცნობისთვის, სასამართლო რეფორმას, რომელსაც ისრაელის პარლამენტი განიხილავს, მასობრივი პროტესტი მოჰყვა. რეფორმის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლის შემცირებას გამოიწვევს და სასამართლოები დამოუკიდებლობას დაკარგავენ.
ისრაელის პრემიერი და მისი მოკავშირეები კი ამტკიცებენ, რომ რეფორმა "მოსამართლეთა გადაჭარბებული უფლებამოსილების შესაზღუდადაა" აუცილებელი.