"ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს" - იტალია უკრაინას ოდესის რეკონსტრუქციაში დაეხმარება

გამოქვეყნდა:

იტალია უკრაინას ოდესის რეკონსტრუქციაში დაეხმარება. კერძოდ, იტალიის ხელისუფლება მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფერიცვალების კათედრალისა და სხვა ისტორიული ძეგლების აღდგენაში. ინფორმაციას უკრაინაში იტალიის საელჩო ავრცელებს.

"ბარბაროსობა ვერ გაიმარჯვებს. იტალია, უნიკალური გამოცდილებით რეკონსტრუქციის სფეროში, მზად არის შეუერთდეს საკათედრო ტაძრისა და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის სხვა საგანძურის რეკონსტრუქციას", - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, რომ ფერისცვალების ტაძრის ნაწილის დანგრევა "საზიზღარი აქტია".

"იტალია, რომელმაც მხარი დაუჭირა ოდესას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეყვანას, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგენს ქალაქს", - განაცხადა ტაიანიმ.

რუსებმა ღამით მიტანილი სარაკეტო იერიშით, იუნესკოს მიერ დაცული ქალაქ ოდესის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანეს. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ნაგებობები. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი