ალასკაზე ვერტმფრენი ტბაში ჩავარდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არაა, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი პირები გადარჩენილიყვნენ.
რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა ჯერჯერობით უცნობია.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები.