"უკრაინას სჭირდება სრულფასოვანი საჰაერო ფარი - ეს ერთადერთი გზაა რუსული სარაკეტო ტერორის დასამარცხებლად. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ჩამოვაგდოთ ის რუსული რაკეტებიც კი, რომლითაც ტერორისტები განსაკუთრებულად იკვეხნიდნენ. პარტნიორებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარების წყალობით, ჩვენმა ცის დამცველებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მაგრამ მთელი ჩვენი ტერიტორიისთვის, ყველა ჩვენი ქალაქისთვის და თემისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო. მსოფლიო არ უნდა შეეგუოს რუსულ ტერორს - ტერორი უნდა დავამარცხოთ. და ეს შესაძლებელია!"
ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში