ტყის ხანძრის გამო, კუნძულ როდოსიდან უკვე 19 000 ადამიანია ევაკუირებული

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან, სადაც მეექვსე დღეა ტყის მასიური ხანძარია, დაახლოებით 19 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 16 000-მდე ადამიანი კუნძულიდან სახმელეთო გზით, 3000-მდე კი ზღვით გამოიყვანეს.

საბერძნეთის კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იყო  ყველაზე დიდი ევაკუაცია ქვეყანაში, ტყის ხანძრის გამო.

ექვსი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაღუპულების შესახებ კი ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება

ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში  266 მეხანძრე და 49 სახანძრო მანქანაა ჩართული, მათ დღეს ხუთი ვერტმფრენი და 10 თვითმფრინავი შეუერთდა. 

როდოსში ტყის ხანძარი მაღალმა სიცხემ გამოიწვია. ტემპერატურამ 40°С-ს აჭარბებს. ცეცხლის გავრცელებას კი ხელს უწყობს ძლიერ ქარი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი