ავღანეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
სტიქიის ზონა ჯალეზის რაიონია, რომელიც ქაბულიდან 46 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
სტიქია ქალაქს ღამის საათებში დაატყდა თავს და საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.