სერბეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სერბეთამდე კი სტიქიამ ბოსნიას, სლოვენიასა და ხორვატიას გადაუარა.
სერბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რიგ ქალაქებს დიდი ზიანი მიადგა. დამტვრეულია ხეები, დაზიანებულია ავტომანქანები და სახლები.