რუსეთის უკანა ეზო - ლარსის გზა სანქციების ალყაში მოქცეული რუსული ეკონომიკისთვის

გამოქვეყნდა:

ლარსის ხეობის გავლით, საქართველოსკენ რუსეთმა დე ფაქტო ახალი სამხედრო გზა უკვე გამოჭრა და საკუთარ  ექსპანსიონიზმს აღარც კი მალავს. გასაგებია, რომ განსხვავებით 19-ე საუკუნის დასაწყისში გაყვანილი თავდაპირველი სამხედრო გზისა, ამ მაგისტრალზე ტანკების ნაცვლად ტრაილერები, და კომერციული ტვირთები, მათ შორის სანქცირებული საქონელი და რუსეთის მოქალაქეები იმოძრავებენ, მაგრამ ამ ყველა ინსტრუმენტს დღეს რუსეთის ნეოიმპერიული იდეოლოგია სწორედ იარაღად და საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებად იყენებს. 

ტანკების ამ ახალ მაგისტრალზე შემოგრუხუნების საჭიროება ოკუპანტებს არც აქვთ, დიდ ხანია ეს ტანკები შიდა ქართლის მინდვრებსა და ენგურის მიდამოებთან ჰყავთ ჩაყენებული. 

რუსული პროპაგანდისტული მედიაც და ჩრდილოელი ჩინოვნიკებიც ბევრს საუბრობენ ლარსის მნიშვნელობაზე სანქციების ალყაში მოქცეული რუსული ეკონომიკისთვის. ამასობაში კი დასავლეთში უკვე ალაპარაკდნენ მეორად სანქციებზე, რომელიც ამ ეტაპზე ყირგიზეთს ემუქრება. მიზეზი სანქცირებული ტვირთების რუსეთში ექსპორტ-იმპორტია.

საინტერესო კი ის არის, რომ საქართველო არა მხოლოდ რუსეთთან ზრდის ვაჭრობას, არამედ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ნახტომისებური ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთთან ვაჭრობაშიც. ეს კი მხოლოდ ამძაფრებს ეჭვებს, რომ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად საქართველოსაც იყენებენ, რაც ერთიორად ზრდის რისკს, რომ  დასანქცირებული ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი