ქრისტიანობის კრემლისეული გაგება - ერთმორწმუნეებმა ოდესაში ეკლესია და უნიკალური არქიტექტურული ძეგლები გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყველაზე ლამაზი ქალაქის ისტორიული ნაწილი რუსულმა ჭურვებმა გაანადგურა. ოდესაზე გუშინ მიტანილი იერიშის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 25 არქიტექტურული ძეგლია დაზიანებული ან აღდგენის მიღმა განადგურებული. 

მათ შორის დანგრეულია იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ფერისცვალების ტაძარი.  ნიშანდობლივია, რომ ერთმორწმუნე რუსებმა არა მხოლოდ უკრაინულ ძეგლებს დაუშინეს რაკეტები, არამედ იმ ტაძარსაც კი რომელიც დღემდე იურიდიულად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში რჩება. 

ასეთი იყო სწორედ ფერისცვალების ტაძარი, რომელიც რუსული ნეოიმპერიალიზმისთვის განსაკუთრებით ძვირფასი უნდა ყოფილიყო იმის გამოც, რომ იქ მიხეილ ვორონცოვია დამარხული, რომლის სახელსაც უკავშირდება კრემლის პროპაგანდის მიერ ხშირად გამოყენებული ტერმინი ნოვორასია. 

გუშინდელმა სასტიკმა ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქრისტიანობის კრემლისეულ გაგებას საერთო არაფერი აქვს ღმერთთან, უფრო პირიქით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი