მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო

გამოქვეყნდა:

გამთენიისას რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. თავდაპირველად ინფორმაცია “ტელეგრამ” არხებმა გაავრცელეს და დაწერეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა. მათივე ცნობით, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა ლიხაჩოვის პროსპექტზე ბიზნეს ცენტრის შენობაში.

მოგვიანებით დრონებით შეტევის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერმაც დაადასტურა. მისი ცნობით, მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.

"დაახლოებით დილის 4 საათზე დაფიქსირდა დრონებით დარტყმა ორ არასაცხოვრებელ კორპუსზე" - დაწერა მერმა.

მოძრაობა გადაკეტილია კომსომოლსკაიას პროსპექტსა და ლიხაჩოვის ქუჩაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი