ლუკაშენკოს თქმით, "ვაგნერელებს" პოლონეთზე თავდასხმა სურთ

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ "ვაგნერის" დაჯგუფებას პოლონეთზე თავდასხმა სურს. ამის შესახებ ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"ვაგნერელებმა დაგვიძაბეს, დასავლეთში გვინდაო. ნება მოგვეცით ვარშავაში, ჟეშუვშიო. ჟეშუვი მათთვის მიუღებელია, რადგან არწიომოვსკში როცა იბრძოდნენ, ხედავდნენ საიდან მოდიოდა სამხედრო ტექნიკა და ეს მათ აწუხებს. იციან, რომ ჟეშუვი უბედურებაა. რა თქმა უნდა, მე მათ ბელორუსის ცენტრში ვაკავებ და არ მინდა მათი იქ დისლოკაცია, რადგან განწყობა ძალიან ცუდია და კარგად იციან, რაც ხდება ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფოს ირგვლივ. მინდა, რომ თქვენც მიაქციოთ ამას ყურადღება და განიხილოთ მხარდაჭერის საკითხი დასავლეთ უკრაინის მიმართ", - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო-პუტინის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში 23 ივლისს გაიმართა.  პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ხედავს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს "ჩაიშალა".

დღეს შეხვედრა, სავარაუდოდ, არაფორმალურ გარემოში გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი