რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 242 620 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

ბოლო 24 საათში ოკუპენტებმა 660 სამხედრო, 11 ტანკი და 17 საარტილერიო სისტემა დაკარგეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 242 620;
  • ​ტანკი - 4 162;
  • ჯავშანტექნიკა - 8 118;
  • საარტილერიო სისტემა - 4 675;
  • სარაკეტო სისტემა - 697;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 452;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 310;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 963;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 307;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 182;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 698.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი