ყირიმის ე.წ. მეთაური ამბობს, რომ დრონებით თავდასხმა იყო საბრძოლო მასალის საწყობზე - იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

რუსული მხარე ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ანექსირებულ ყირიმზეც. ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამტკიცებს, რომ 11 დრონი ჩამოაგდეს ან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.

მისივე თქმით, დრონი მოხვდა ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საწყობს. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის.

"ყირიმის ცაზე მტრის 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ჩაახშეს ელექტრონული ომით.

ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავში დარტყმა მოხდა. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა კერძო სახლი კიროვსკის რაიონში", - დაწერა აქსიონოვმა.

მოგვიანებით აქსიონოვმა დაწერა, რომ ჯანკოის რაიონში, უახლოესი დასახლებების მოსახლეობის (5 კმ-ის რადიუსში) ევაკუაცია მოხდება.

"ტელეგრამ" არხმა "ბაზამ" ვიდეოც გაავრცელა და დაწერა, რომ შეჩერდა სარკინიგზო მოძრაობა ჯანკოის რეგიონში და ჯანკოი-სიმფეროპოლის გზატკეცილზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი