ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის დროს დარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4-მა თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს.