პოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში პოლიციამ 2 პირის დაჭრისთვის 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა დანით დაჭრა პოლონელი, შემდეგ კი კიდევ ერთი პირი, რომელსაც მეგობრის დახმარება სურდა. შემთხვევა 16 ივლისს მოხდა.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის 21 ივლისს დააკავეს.

პოლონეთის სასამართლომ დაკავებულს 3-თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 3 წლით პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი