"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები საკრებულოების წევრებს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები, სასტუმრო "ბილტმორში" ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემა მომავალი არჩევნები და ოპოზიციის გაერთიანების პოლიტიკური გეგმები იყო.

"დღეს ჩვენ ვხვდებით საკრებულოს წევრებს საქართველოს მასშტაბით. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვინმეს თუ პირადი წყენები აქვს, პირადი წყენა სახელმწიფოსთან, ხალხზე ზრუნვასთან და ხალხის მსახურებასთან არ ასოცირდება. მე ზოგადად ასე არ ვყოფ, რომელ ადამიანთან რა ურთიერთობა მაქვს, ვისთან ნაწყენი ვარ, ვისზე როგორ ვფიქრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს შეხვედრაზეც დავუდასტურე მათ, საქმიანად მზად ვარ, თუ ვინმე შარზეა, რაღაცას ვერ ეგუება, მისი პირადი პრობლემაა. ადამიანის პირადი კომფორტისთვის და პირადი პრობლემებისთვის დროს ნამდვილად ვერ დავხარჯავ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი