ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ოდესის ოლქში, რენის პორტში, დაბომბვაში მოყვნენ, რუმინეთში გადადიან. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ მათ გემი უკვე დატოვეს.
როგორც გამოცემასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ამბობს, საკონსულო ქართველ მეზღვაურებთან და გემის ხელმძღვანელობასთან კონტაქტზეა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ოდესის ოლქში ქართველი მეზღვაურები დაბომბვაში მოყვნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ქართველი მეზღვაური მარად აბაშიძე დახმარებას ითხოვდა. გემზე მასთან ერთად კიდევ 5 ქართველი იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ: