იტალიის პოლიციამ, ფოჯიას კომუნაში მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი 82 პირი დააკავა. როგორც იტალიის პოლიცია აცხადებს, დაკავებულებს ბრალად ნარკოტიკების ვაჭრობა და გავრცელება, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.
სამართალდამცავების თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც "The Firm" ერქვა, ხელშეკრულება გააფორმა ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის, წელიწადში მილიონობით ევროდ დისტრიბუციის შესახებ.