"თავს იქ ვხედავ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი" | მარგველაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე

გამოქვეყნდა:

აპირებს თუ არა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ აქტივობას გიორგი მარგველაშვილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ვიხილოთ. მარგველაშვილი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას სისტემის დასამარცხებლად არ გამორიცხავს.

"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, არ არის ჩემი პოლიტიკური ძალა. ჩემი იმ თვალსაზრისით, რომ არ არის ჩემი გემოვნების პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, კოორდინაცია პოლიტიკური ოპოზიციის, მიმაჩნია ადეკვატურად. მე არ ვიცი კონკრეტულად რა თქვა, ამ შემთხვევაში, ხაბეიშვილმა. მე, იცით, რაშია საქმე, ვხედავ ჩემ თავს იქ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი", - ამბობს მარგველაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი