დაპირისპირება ენმ-ში | მელიას გუნდის თქმით, ხაბეიშვილი პარტიის კრიტიკულად განწყობილ წევრებს ბლოკავს

გამოქვეყნდა:

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირებაა. ამჯერად უთანხმოების მიზეზი ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის მიერ გამართული სხდომა გახდა. ნიკა მელიას გუნდში აცხადებენ, რომ იბლოკებიან ადამიანები, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.

ნიკა მელიას მხარდაჭერა ბრალდებები წაუყენა ლევან ხაბეიშვილს და პარტიის მენეჯმენტს. ის აცხადებდა, რომ ხელმძღვანელობამ დღევანდელ შეკრებაზე ის პირები არ მიიწვია, რომლებიც ნიკა მელიას გულშემატკივრობენ და არ აქვთ ლოიალური დამოკიდებულება ახალი მენეჯმენტის მიმართ. 

გოგა ონიანი ამბობს, რომ პარტია განსხვავებული მოსაზრების გამო პარტიის წევრებს ბლოკავს.

პეტრე ცისკარიშვილი ამას დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ ონიანის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ის მზადაა ნიკა მელიასა და მის მხარდამჭერებთან მოლაპარაკებების დასაწყებად და მზადაა შეთანხმების მისაღწევად კომპრომისებზე წავიდეს. 

"ნებისმიერ დროს საქმიანად მზად ვარ და თუ ვინმე შარზეა, თუ ვინმე რაღაცას არ ეგუება მისი პირადი პრობლემაა. სხვა ადამიანების პირადი კომფორტისთვის და პირადი პრობლემებისთვის ნადმვილად  ვერ დახარჯავს. თუ ვინმე წუწუნის ხასიათზეა და თავის თავს ვერ ხედავს ამ ბრძოლაში მისი[პრობლემაა]" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი