ტყის ხანძრები ალჟირში | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ალჟირში ტყის ხანძრების გამო სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცნობილია, რომ 16 პროვინციაში 97 ლოკალური ტყის ხანძარი დაფიქსირდა. 26 ადამიანი დაშავდა და 1500 ადამიანი ევაკუირებულია ზანზიბარში, ბუირასა და სხვა დასახლებულ ტერიტორიებზე. 

მედია წერს, რომ ძლიერი ხანძარი რეკორდულმა, 48 გრადუსიანმა სიცხემ გამოიწვია, მისი პროვოცირება კი ძლიერი ქარის შემდეგ მოხდა. ხანძრის ლიკვიდირების პროცესში დაახლოებით 7.500 მეხანძრეა ჩართული. 

მედიის ცნობითვე, ალჟირის რეგიონში წლევანდელი ტემპერატურა ჩვეულთან შედარებით 7 გრადუსით მაღალია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი