ასობით ევაკუირებული და რამდენიმე დაკარგული ადამიანი | წყალდიდობა კანადაში

გამოქვეყნდა:

წყალდიდობაა კანადაში, პაროვინცია ნოვა შოტლანდიაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის შედეგად ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 4 ადამიანი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

ადგილობრივი პოლიციის თქმით, მათ იპოვეს მანქანა, რომელშიც თავდაპირველად ორი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ისინი ამ დროისთვის დაკარგულები არიან. სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საავტომობილო გზა, 25 ხიდი და საცხოვრებელი სახლები. 

მედიის ცნობით, წყალდიდობა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე  კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი