ორად გახლეჩილ "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირება გრძელდება. დღეს პარტიული ღონისძიება ახალი ბრალდებების ეპიცენტრი გახდა. როგორც გაირკვა, "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა მენეჯმენტმა შეკრებაზე არ მიიწვია პარტიის ის წევრები, რომლებიც ნიკა მელიას ფლანგად განიხილებიან.
დაპატიჟებულ სტუმრებს შორის არ აღმოჩნდნენ რეგიონული საკრებულოების წევრები ვინც პარტიაში არსებულ ვითარებას ღიად აკრიტიკებენ. ამის პარალელურად კი ხაბეიშვილი მელიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა მისი ეს სიტყვები თავად მელიას გუნდისთვის არადამაჯერებელია. შიდა პარტიული კონფლიქტის ფონზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა 2024 წლის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე გახდეს.