რუსეთმა ომში უკვე 243 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 600 სამხედრო, 30 საარტილერიო სისტემა, 13 ჯავშანტექნიკა და 14 დრონი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 243 220;
  • ​ტანკი - 4 174;
  • ჯავშანტექნიკა - 8 131;
  • საარტილერიო სისტემა - 4 705;
  • სარაკეტო სისტემა - 698;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 454;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 310;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 977;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 307;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 194;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 703.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი