ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტი უკვე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ტაბლიაშვილის თქმით, მას რუსულად მოსაუბრე პირები ურეკავენ და ემუქრებიან. როგორც ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, სავარაუდოდ ეროვნებით რუსი, მას სახლთან ოპერატიული ბრიგადების მიგზავნით დაემუქრა.
ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება მუქარაზე.