ოდესაში, დაბომბვაში მოყოლილი ქართველი მეზღვაურები რუმინეთში არიან და მალე სამშობლოში დაბრუნდებიან - სააგენტო

გამოქვეყნდა:

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ოდესის ოლქში, რენის პორტში, დაბომბვაში მოყვნენ, რუმინეთში გადავიდნენ. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ისინი უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნდებიან.

უწყება წერს, რომ საქართველოში გამოსამგზავრებელ ბილეთებს დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები პირდაპირ კავშირზე არიან გემთმფლობელთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მონიტორინგს უწევენ საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 24 ივლისის დილას ოდესის ოლქში ქართველი მეზღვაურები დაბომბვაში მოყვნენ. ამ დღეს რუსეთმა იერიში უკრაინის ქალაქებთან ერთად, პორტებზე, ნავსადგომებზე და სავაჭრო ობიექტებზე მიიტანა. 

ქართველი მეზღვაური მარად აბაშიძე აცხადებდა, რომ შემთხვევის შედეგად რენის პორტში არავინ დაშავებულა, თუმცა დახმარებას ითხოვდა. ბერძნული კომპანიის გემ "აკომენაზე" მასთან ერთად კიდევ 5 ქართველი იმყოფებოდა. გემი მალტის დროშის ქვეშ ცურავს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი