უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 497 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის აგრესიას 497 ბავშვი ემსხვერპლა, 1 077-ზე მეტი კი დაშავდა.

"რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში საერთო ჯამში 1 574 ბავშვი დაზარალდა. 2023 წლის 25 ივლისის დილის მდგომარეობით, დაიღუპა 497 ბავშვი და დაშავდა 1 077-ზე მეტი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, რიცხვები საბოლოო არაა. საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ზუსტი რიცხვების აღსაწერად სამუშაოები მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ყველაზე მეტად დაზარალდა დონეცკის ოლქი:

  • დონეცკის ოლქი - 481;
  • ხარკოვი - 298;
  • კიევი - 129;
  • ხერსონი - 116;
  • ზაპოროჟიე - 97;
  • მიკოლაევი - 89;
  • დნიპრო - 83;
  • ჩერნიჰივი - 71;
  • ლუგანსკი - 67.

24 ივლისს დონეცკის რეგიონში ოკუპანტების თავდასხმას 10 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 5 და 12 წლის ბავშვები კი დაშავდნენ. ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად 12 წლის ბავშვი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი