"მან ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით და ასჯერ, ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“ სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანის პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“. ევროპული გაერთიანება რომ სჯობს ამას, საზოგადოება თავად გააკეთებს არჩევანს და გადაწყვეტს. შესაბამისად, პოლიტიკური სილაც არ ასცდება ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. ამიტომ მისი კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და ამ დიდ კოალიციით ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ „რუსული პარტიის“ გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში."
აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" წევრების განცხადებების პასუხად.