ლავროვის ახლობლების ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებულების პროცესი - მოსამართლემ ოპოზიციონერები დარბაზიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

ყვარელში, ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის  გაპროტესტებისათვის დაკავებული პირების საქმის განხილვა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში
ხმაურით მიმდინარეობს.

პროცესზე იმ სამართალდამცავებს კითხავენ, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქორწილის პროტესტის გამო დააკავეს. 

ბრალდებული ოპოზიციონერები გამოკითხულ პოლიციელებს ტყუილში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს იდენტიფიცირებული არ ჰყავთ ის პირები, ვისაც აკავებდნენ აქციის მსვლელობისას ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

დღესვე შსს-ს წარმომადგენლებმა მოსამართლე იოსებ აბრამიძის აცილების საკითხი უნდობლობის გამო მოითხოვეს, რაც განმხილველმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. რამდენიმე პირი, მათ შორის შუშანა მაცაბერიძე და დიმა ჩიქოვანი პროცესიდან გააძევეს. ჩიქოვანი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომლებიც მაშინ პოლიციამ დააკავა.

საქმეზე 40- ზე მეტი პირი მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს.

შეგახსენებთ, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები 20 მაისს იმ დროს დააკავეს, როცა ლავროვის ოჯახის წარმომადგენლის ქორწილი უნდა გამართულიყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი