
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს, რომ მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინამ დამატებით 1.5 მილიარდი ევრო მიიღო.
"მე მკაცრად ვგმობ რუსეთის დარტყმებს უკრაინის მარცვლეულის შესანახ და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. სანამ რუსეთი აგრძელებს თავის დაუნდობელ ომს, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გადავიხადეთ კიდევ 1,5 მილიარდი ევრო სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.