ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი "8 წლიანი სტაბილურობის" გამყარების პირობას დებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი არის  "უიშვიათესი გამონაკლისი", როდესაც ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა და თავისუფლება

ჩვენი ლიდერისა და ჩვენი მთლიანი გუნდის საერთო მობილიზებით, საერთო ორგანიზებით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლო.

2020 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ უნდა გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის მშვიდობა. 8 წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია. ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს განცხადება ღარიბაშვილმა ლაგოდეხში, "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე გააკეთა.

ღარიბაშვილმა საუბრის ძირითადი დრო ტრადიციულად "9 წელზე" საუბარსა და მესამე პრეზიდენტის ლანძღვას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილს მან "მიწაზე გართხმული" უწოდა.

სწორედ ამ დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა ქალაქ გორში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და იმ დროს, როდესაც ჩვენი ეს გმირები მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასისთვის სწირავდნენ, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება, როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ძალის ლიდერად, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული" ამბობს ღარიბაშვილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი