გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული პირების საქმის განხილვა იყო. დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაიკითხნენ.
როგორც "დროას" აქტივისტი, შუშანა მაცაბერიძე ამბობს, სხდომაზე შსს-ს თანამშრომლებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
"შსს-ს იურისტებმა დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლის აცილებაზე, შსს-ს იურისტები ითხოვდნენ, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ მოსამართლეებს. რა ვიცი, წლებია ამას ვითხოვთ და დღეს გადაწყვიტეს, რომ ამის მოთხოვნის დრო იყო აქ სასამართლოზე.
რის გამოც აქ ვართ შეკრებილი, ბუნებრივია, ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და სინამდვილეში აქ რომ ვიცინით, ვიცინით იმ კურიოზებზე და მდგომარეობაზე, რასაც ის ადამიანები აქ ავლენენ. ის რაც ყვარელში მოხდა იყო, ქვეყნისთვის ღალატის ტოლფასი, როცა ქვეყნის მტერს უშვებ ამ ქვეყანაში და აძლევ უფლებას რომ ჩვენი სახელმწიფო გამოიყენონ, როგორც "საგულაო" ტერიტორია და მათ აღქმაც კი არ აქვთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო", - თქვა შუშანა მაცაბერიძემ.