"სააკაშვილი არის ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, რომელიც საქართველოშია, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან, ის როგორ ექცევა კი ხედავთ. და დანარჩენი რას აკვირდებიან ვერ გავიგე, კი ბატონო დაკვირვებას ახლა ვინ დაუშლის, ღია არის პრაქტიკულად პროცესი მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ.