ჩინეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მოულოდნელად გაუჩინარებული ცინ კანგი მოხსნა. ცინ კანგს მისი წინამორბედი ვანგ ი შეცვლის.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, მასში ოფიციალური მიზეზები დასახელებული არ არის.
57 წლის ცინ კანგი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლოს კანგი პეკინში შრი-ლანკის, ვიეტნამისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
სი ძინპინის მთავრობის მაღალჩინოსნის ხანგრძლივად და მოულოდნელად გაქრობამ, ასევე ამაზე საგარეო უწყების დუმილმა საზოგადოებაში ბევრი სპეკულაცია გამოიწვია.
ცინ კანდგი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დეკემბრიდან იკავებდა.