
ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების სპიკერის, ვალერი შერშენის ცნობით, უკრაინელები დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ სტარომაიორსკში 750 მეტრით დაწინაურდნენ. შერშენის თქმით, უკრაინის თავდასხმის შედეგად რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა.
"შეტევითი მოქმედებების შედეგად უკრაინულ ჯარებს ნაკლები დანაკარგი აქვთ პერსონალსა და სამხედრო აღჭურვილობაში, საოკუპაციო არმიას კი მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები," - ამბობს შერშენი.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებაზე ვითარება არ შეცვლილა. უკრაინელი დამცველები მიღწეულ პოზიციებზე დგანან და მტრის სამიზნეებს ურტყამენ.