
"ერთიანობა მიხეილ სააკაშვილის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებისათვის" - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მზადაა ესაუბროს ყველას, ვისაც სურს ქვეყნის თავისუფლება და მზად არის იშრომოს მისი დასავლური კურსის გადასარჩენად. განცხადება ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისში სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.
მისი თქმით, გამარჯვების პლატფორმის მთავარი მიზანია - ქვეყნის დახსნა რუსული ხელისუფლებისგან და მისი ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.
"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გადავდოთ პირადი ამბიციები გვერდით და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ მიიღოს ყველა პოლიტიკური პოზიციის და სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ საქართველოს დიდი გამარჯვების პლატფორმა და ყველა ერთად არა მხოლოდ, ენმ-ს წევრები არამედ ყველა, ვისაც უნდა თავისუფალ ქვეყანაში, ვისაც ცივილურ ქვეყანაში და ევროპაში უნდა ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი და ყველას უნდა მოუნდეს ჩვენთან ყოფნა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ქვეყანა. დამთავრდა მტრობა და ერთმანეთის მიმართ ქვების სროლით ნაკეთები პოლიტიკა - ამბობს სოფო ჯაფარიძე