ალჟირში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. როგორც Reuters წერს, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მეზობელ ტუნისშიც გადავიდა.
ალჟირის ხელისუფლების ცნობით, სამშაბათის მდგომარეობით, მეხანძრეებმა ხუთამდე ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 8 000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.
ალჟირის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობით, ქვეყნის რვა რეგიონში 15-მდე ხანძარის კერაა.