ბაკურიანში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული სემინარი ჩატარდა - ახალი ნაღმები კრემლისგან

გამოქვეყნდა:

ახალი ნაღმები კრემლისგან. რუსეთი იმპერიალისტური ექსპანსიის პოლიტიკას აგრძელებს და საქართველოში საქმიანობას აფართოებს. თბილისში რუსული უნივერსიტეტის გახსნა მხოლოდ აისბერგის მწვერვალი აღმოჩნდა - დღეს ირკვევა, რომ მოსკოვს გაცილებით აგრესიული და შორს მიმავალი გეგმები აქვს. სემინარი ბაკურიანში რუსი ახალგაზრდებისთვის და რუსეთის უნივერსიტეტებში ქართველების ჩარიცხვა - კრემლის სქემის შემადგენელი ნაწილებია. "მთავარმა არხმა" დღეს მაღალმთიანი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო ჯგუფი, რომელიც ისმენდა ლექციას ეთნიკური უმცირესობების და მათი უფლებების შესახებ. სემინარი რუსეთის საგარეო უწყების დაფინანსებულია, მონაწილეები კი საქართველოში მცხოვრები რუსები არიან, რომლებისგანაც კრემლი დაუფარავად ცდილობს ლოიალური ჯგუფის შექმნას, რომელიც შესაძლოა მომავალში პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი