შეტევა მარგველაშვილზე - "ოცნება" ლობისტებზე მილიონებს ხარჯავს

გამოქვეყნდა:

დისკრედიტაციის ახალი კამპანია ქართული ოცნებისგან - მმართველი პარტიის მთელი ვერტიკალი ახალა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტს უპირისპირდება და ებრძვის რუსული მეთოდებით. შეტევას მარგველაშვილის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძე ჩაუდგა სათავეში და მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის სანაცვლოდ თანხის აღებაში დაადანაშაულა. ქართული ოცნების ლიდერი ბრალდებების ამ კასკადში არ ერიდება სიცრუის ტირაჟირებას და მიზანმიმართულად ამახინჯებს ფაქტებს ყოფილი თანაგუნდელის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტის გასაშავებლად.

მმართველი პარტია ამტკიცებს რომ მარგველაშვილმა სააკაშვილის გადარჩენის კამპანიაში ჩართვის შემდეგ 11,500 ამერიკული დოლარი აიღო, რეალურად კი ფაქტები ასეთია: რამდენიმე დღის წინ შტატებში მოქმედმა ე.წ Fara -მ რომელიც, ლობისტური კომპანიების საქმიანობას აღწერს, გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც მარგველაშვილის სახელი და გვარია ნახსენები - "საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სათავეში უდგას კოალიციას ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ცხოვრების გადასარჩენად". 

ფარას დოკუმენტის მიხედვით, ეს იმ სტატიის სათაურია,  რომელიც გავლენიან გამოცემებში დაიბეჭდა, მათ შორის ბლუმბერგშიც. შესაბამისად თანხა არა მარგველაშვილს, არამედ სტატიის ამ გამოცემებში მოხვედრას მოხმარდა.

პარალელურად ქართულ ოცნებაში არაფერს ამბობენ იმ მილიონების შესახებ რომლებიც მმართველ პარტიას აქვს დახარჯული საკუთარ ლობისტებზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი