აშშ-მ უკრაინას $400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას Patriot და NASAMS სისტემებისთვის და HIMARS სისტემებისთვის, Stinger-ის საზენიტო სისტემებს, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, Stryker 32 ჯავშანტრანსპორტიორს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ასევე 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნებს.

უკრაინაში რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი