აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა შენდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.

მათივე განცხადებით, ქარხნის მშენებლობისთვის ირანი საჭირო აღჭურვილობას რეგულარულად აგზავნის. გარდა ამისა, ანალიტიკოსებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ქარხანა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან რუსეთის ფედერაციას უპილოტო საფრენი აპარატების იმაზე მეტი რაოდენობა ექნება, ვიდრე აქამდე მათი ირანიდან შესყიდვა შეეძლო.

ცნობისთვის, აპრილში შეერთებულმა შტატებმა თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ სატელიტური გამოსახულება გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის "ალაბუგას" სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 960 კილომეტრში მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი