თურქეთში, კურორტ ქემერთან ტყის მასივი იწვის

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, კურორტ ქემერთან ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ანტალიის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ, მისი სწრაფი გავრცელება კი ძლიერმა ქარმა და დაბალმა ტენიანობამ განაპირობა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რომ სტიქია დასახლებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს. 

ხანძრის შედეგად 120 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 22 საჰაერო ვერტმფრენი და 200-ზე მეტი მანქანაა ჩართული. 

მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანი ძლიერი დაკვამლიანების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრებს ებრძვის საბერძნეთიც. ძლიერი სიცხეებისა და ხანძრის გამო ქვყენაში ეროვნული დღესასწაული გაუქმდა. ადამიანების ევაკუაცია მოხდა კუნძულ როდოსიდანაც 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი