ირლანდიაში თავშესაფარს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან ეძებს

გამოქვეყნდა:

ირლანდიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. 2023 წლის 16 ივლისის მონაცემებით, პასუხს თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს 3 473 მოქალაქე ელოდება. ეს მონაცემი  2 ივლისს 3 432 იყო და ორ კვირაში 41-ით გაიზარდა.

სტატისტიკურ მონაცემებს ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ირლანდიაში თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან და ამ მაჩვენებლით ქვეყანა წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, სირია, სომალი, ზიმბაბვე და კონგო.

თავშესაფრის მთხოვნელები საქართველოდან დაახლოებით, 8.6-ჯერ მეტნი არიან, ვიდრე უკრაინიდან.

8 ნოემბერს ირლანდიის იუსტიციის დეპარტამენტმა შემოიღო ახალი პოლიტიკა, რათა დააჩქაროს თავშესაფრის მიღების პროცესი რვა ქვეყნიდან მიმავალი ადამიანებისთვის, რომლებსაც ირლანდია უსაფრთხოდ მიიჩნევს. მათ შორის არის საქართველოც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი