
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 26 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 460 სამხედრო, 22 საარტილერიო სისტემა, 5 ჯავშანტექნიკა და 16 დრონი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 243 680;
ტანკი - 4 177;
ჯავშანტექნიკა - 8 136;
საარტილერიო სისტემა - 4 727;
სარაკეტო სისტემა - 698;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 457;
თვითმფრინავები - 315;
ვერტმფრენი - 311;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 993;
საკრუიზო რაკეტები - 1 307;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 211
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 708.