შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დელეგაციასთან ერთად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. Reuters წერს, რომ რუსული დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ეს პირველი მსგავსი ტიპის საჯარო ვიზიტია ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ.

ქვეყნების წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში, "გამარჯვების დღის" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერგეი შოიგუ თავად ჩრდილოეთ კორეამ მიიწვია ღონისძიებაზე. 

"ეს დაგვეხმარება გავაძლიეროთ რუსულ-ჩრდილოეთ კორეული სამხედრო კავშირები, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებისთვის", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ Telegram არხზე მოკლე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ესალმება სერგეი შოიგუს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსანი აეროპორტში. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩრდილოეთ კორეამ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები გაწყვიტა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის მის ყველაზე მჭიდრო პარტნიორებთან, რუსეთთან და ჩინეთთან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი