არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შეიქმნა ილუზია, თითქოს კოროკავირუსი დამარცხდა.

"ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემია არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე... ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო“ – ამბობს გამყრელიძე.

11 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულია შსს-ს 11 თანამშრომელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი