მოლდოვის მთავრობა ქვეყანაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

გამოქვეყნდა:

მოლდოვა ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ მისიას ამცირებს. საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური სამსახურები ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა დესტაბილიზაციაზე

 „ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა სახელმწიფოების დიპლომატიური სამსახურები მიმართული იყოს კარგი ურთიერთობების განვითარებაზე და არა ჩვენი ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ. ჩვენ შევთანხმდით ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიმღებებთან მოლდოვაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე. ეს კეთდება იმისთვის, რომ მოლდოვაში ნაკლები ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დესტაბილიზაციაში“, - განაცხადა პოპესკუმ.

გარდა ამისა, დღეს, 26 ივლისს მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საელჩოს სახურავზე დამონტაჟებულ ანტენებს შესაძლოა მოლდოველი პოლიტიკოსების მოსმენებისთვის იყენებდნენ. რუსეთის ელჩი კი ამტკიცებს, რომ საელჩოს სახურავზე ანტენები ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დამონტაჟდა. მან მოლდოვა რუსოფობიაში დაადანაშაულა -"არ გვეგონა, რომ ოფიციალური კიშინიოვი ასეთი სისწრაფით ჩაერთვებოდა რუსოფობიის კონკურსში და ასეთ მკვეთრ ზომებს მიიღებდა" - თქვა ელჩმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი